среда, 22 января 2014 г.

შობა -ახალი წელი საქართველოში

                                                                        საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა და შესაბამისად შობას   7 იანვარს აღვნიშნავთ.




საახალწლოდ და საშობაოდ ისევე ,  როგორც მთელ მსოფლიოში   საქართველოშიც დიდი მონდომებით ემზადებიან. ეს ორი დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამომდინარე აქედან თითოეული ოჯახი ცდილობს არცერთ ტრადიციას აუაროს გვერდი და სრულყოფილად შეხვდეს მომავალ წელს.


ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ ოჯახებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ. მის მოსართავათა და გასალამაზებლად კი სხვადასხვა სათამაშოებს, გრილიანდებს, ნათურებს, “წვიმებს” იყენებენ. ნაძვის ხეზე ასევე კანფეტებს და ტკბილეულსაც კიდებენ ხოლმე. 


ტრადიციულ გოზინაყსა და ჩურჩხელას ყველა სუფრაზე შეხვდებით. 








ქრისტიანულ სამყაროში სანთელი ქრისტეს – მსოფლიო სინათლის სიმბოლოა. ჩვენთან შობის ღამეს ტრადიციულად ფანჯარის რაფაზე სანთელს ანთებენ. ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია ჩვენთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.



“ალილო” წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან “ალილუია”, რაც “აქებდით უფალს” ნიშნავს. ალილოობის ტრადიციაც საქართველოში ძველი დროიდან მოდის. მეალილოები გალობით ულოცავდნენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს, სურსათ-სანოვაგეს ჩუქნიდნენ. ზოგი ოჯახშიც იპატიჟებდა მათ და ერთად ხვდებოდნენ დამდეგ დღესასწაულს. დღესაც საქართველოს ყველა კუთხეში დიდი სიხარულით ეგებებიან მეალილოვეებს. ასევე იმართება სახალხო მსვლელობაც. ყოველ შობას, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას.


Комментариев нет:

Отправить комментарий